LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენენი: კორონავირუსი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ამცირებს

189
hospital-emergency-scaled-1200x800

ახალი კორონავირუსი არა მხოლოდ იწირავს ადამიანების სიცოცხლეს, არამედ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც ამოკლებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ,,სამეცნიერო პროექტების ნაციონალური აკადემიის” წევრი ამერიკელი მკვლევარები, რომლებმაც სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია საშუალოდ 1.13  წლით შეამცირებს აშშ-ის მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის კი ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ, უფრო უარესი იქნება.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით ცუდად აშშ-ის  ფერადკანიან და ლათინოს მოსახლეობაზე აისახება, რომლებიც გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე ვირუსის მიერ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან. სტატისტიკის მიხედვით, ფერადკანიანებსა და ლათინოსებში კოვიდ-19 ლეტალურად დაახლოებით 3-4-ჯერ ხშირად სრულდება, ვიდრე თეთრკანიანებში.

პანდემიამდე აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის თვალსაზრისით წინსვლა შეინიშნებოდა.  2016 წლისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძივობამ ქვეყანაში 78.9 წელი შეადგინა.

2020 წელს ახალი კორონავირუსი აშშ-ში სიკვდილის მიზეზებს შორის სიხშირით მესამე ადგილზე იყო გული დაავადებების და სიმსივნეების შემდეგ. თუ 2019 წლის ბოლოს ქვეყნის 100 000 მცხოვრებზე 702 გარდაცვალების შემთხვევა მოდიოდა, 2020 წლის ბოლოს ეს რიცხვი 840-მდე გაიზარდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით აშშ ისედაც ჩამორჩება სხვა მდიდარ ქვეყნებს, ღარიბ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ჯერჯერობით პანდემია გრძელდება და აქედან გამომდინარე, შედეგების უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.

,,სავარაუდოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების კუთხით გარკვეული ცვლილებები გაგრძელდება, რადგან კოვიდ-19 ადამიანების დახოცვას განაგრძობს. საერთო ჯამში ამ ყველაფერს ხანგრძლივ პერსპექტივაში გავლენა ექნება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებზე” – ვკითხულობთ დასკვნაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები