სიღნაღში, სოფელ ნუკრინში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიძემ სიმამრი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეჭვმიტანილი მეუღლეზე ძალადობდა და ამის გამო სიმამრთან ხშირად კონფლიქტი ჰქონდა.

შსს-ს ინფომაციით, ბრალდებულს ამ დრომე ეძებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.