LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ მათ “კავასაკის სინდრომის“ მსგავს სიმპტომათა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს” – თენგიზ ცერცვაძე

2063
tengiz-cercvadze-1-2020-02-28-13-06-01-533703

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებთ, მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “კავასაკის სინდრომის“ მსგავს სიმპტომათა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში დაფიქსირდა. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მწვავე კოვიდის დროს “კავასაკის სინდრომი“ ბავშვებში არ გამოვლენილა.

“სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ მათ “კავასაკის სინდრომის“ მსგავს სიმპტომათა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს, ოღონდ არა კოვიდიანში და თითქოს, ზოგიერთს კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა.

რამდენად არის ეს დაკავშირებული კოვიდის გადატანასთან თუ პაციენტს კოვიდის გარეშე დაემართა, არ ვიცი. თვითონ აქტიურ კოვიდიან ავადმყოფებში “კავასაკის სინდრომი“ არ დაფიქსირებულა.“-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

"უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე" - თენგიზ ცერცვაძე

როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები