LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიხარულიდან აღაფერი დამრჩა, ევროსასამართლოს ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა: შალვა ნათელაშვილი

111
შალვა

„ლეიბრისტების ლიდერი“ შალვა ნათელაშვილი ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოტანილი განაჩენის კომნტირებისას აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო.

არის თუ არა ევროპული განაჩენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და არარსებულ გამარჯვებებზე საუბარი უნდა დასრულდეს.

„ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე, როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8-12 აგვისტოს, რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ. მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა. მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო.

ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს, რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს.

P.S შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! – თეა წულუკიანი