LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას – შალვა ნათელაშვილი ქალი კანდიდატების წარდგენისას

175
BeFunky-collage - 2020-09-26T184017.958

“მარტო ამ სილამაზისთვის მოგცემენ ხმას“ – ასე წარადგინა ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რეგიონის საკრებულოების წევრობის კანდიდატი ქალები. როგორც მან აღნიშნა, ქალი კანდიდატების წარდგენა “გემრიელ ლუკმად” შემოინახა.

„გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს გოგონას ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში – მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში – თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში – თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

თავის სიტყვაში, მან განაცხადა, რომ მზად არის, დაიკავოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები