LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილამაზის სალონები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვენ

129
silamazis-saloni-w-h

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სფერო გახსნილია, ამდენმა აკრძალვამ და შეზღუდვამ სერიოზული დაღი დაასვა ბიზნესს”, – ამის შესახებ საქართველოს სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს.

თამარ შარაშენიძეს თქმით, მისი ფედერაცია უერთდება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორის 6 პუნქტიან ინიციატივას და აცხადებს, რომ ესთეტიკის სფეროს 2 ძირითადი მოთხონა აქვს.

“რა თქმა უნდა, ეს ეხება ტრანსპორტს და ველოდებით, რომ ის მალე აღდგება. გარდა ამისა, გაზრდილია კომუნალური გადასახადები, რომელმაც სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს ხარჯები ძალიან გაუზარდა. ბევრი სალონი დაიკეტა, იქ მომუშავე პერსონალი კი ბინებზე სამუშაოდ წავიდა. ამან ძალიან დიდი შავი ხვრელი გააჩინა ბიზნესში. გარდა იმისა, რომ ბიზნესს ხარჯები აქვს გაზრდილი, ამდენი უმუშევრობის ფონზე შემცირებულია შემოსავლები. ბინებზე მომსახურებამაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეგვიმცირა შემოსავალი“,- განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები