LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმართლე და მითები ალერგიაზე – დაავადებაა, რომელიც ეპიდემიად იქცა

338

ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც 21-ე საუკუნეში თითქმის ეპიდემიად იქცა. მართალია, დაავადების კვლევა გრძელდება და მოსაზრებებთან ერთად მკურნალობის უარავი ახალი მეთოდიც გაჩნდა, მაგრამ მაინც რთულია დადგენა, სად სიმართლეა და სად უბრალოდ მითები.

* არის თუ არა ხანგრძლივი სურდო ძლიერი გაციების ბრალი?

ნებისმიერი გაციება მაქსიმუმ ორ კვირას გრძელდება და თუ ორი კვირის შემდეგ თვალები ისევ ჩაწითლებული გაქვთ, ყელი გტკივათ და სუნთქვა გიჭირთ, თან არც წამალი გშველით – ეს აუცილებლად ალერგიაა!

* არის თუ არა ალერგია მემკვიდრეობითი დაავადება?

სინამდვილეში, მემკვიდრეობით არა ალერგია კონკრეტულ ნივთიერებაზე, არამედ მისკენ მიდრეკილება ანუ უცხო სხეულზე ორგანიზმის ალერგიული რეაქცია გადაიცემა, თუმცა, როდის და რა გამაღიზიანებელზე, ან საერთოდ გამოვლინდება თუ არა ამგვარი რეაქცია, ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურია.

* ქრება თუ არა ალერგია ასაკთან ერთად?

რა თქმა უნდა, არა! თუ ალერგია მცირეწლოვან ბავშვს აღმოაჩნდა, მაშინ ორგანიზმის რეაქცია გამაღიზიანებელზე მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გაყვება. მართალია,  8-10 წლის ასაკში ძლიერდება იმუნური პასუხი, რომელიც ხშირად ალერგიული რეაქციის ბლოკირებასაც ახერხებს, მაგრამ 12-14 წლის ასაკში, ჰორმონალური ცვლილებების პერიოდში, იმუნური სისტემა სუსტდება და ალერგიაც ბრუნდება.

* შეიძლება თუ არა ალერგიის მკურნალობა?

რა თქმა უნდა, შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან თუ წინასწარ ჩაიტარებთ პროფილაქტიკურ მკურნალობას, ბევრად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას. მიმართეთ ალერგლოგ-იმუნოლოგოს, დანიშნული მედიკამენტები კი, მიიღეთ “საყვარელი” ალერგენების ყვავილობამდე რამდენიმე თვით ადრე და 1-2 თვე კრიტიკული სეზონის დასრულების შემდეგ, ავადმოყოფობის გააქტიურების შემთხვევაში კი, გამოიყენეთ ადგილობრივი “სპრეი”, რომელიც სწრაფად მოგიხსნით თვალების ქავილს და ცრემლდენას, სურდოს და ხველას.

* იწვევს თუ არა ალერგიის სამკურნალო მედიკამენტი მოთენთილობას?

თანამედროვე მედიკამენტები არც მოთენთილობას ან ძილიანობას, არც მიჩვევას არ იწვევენ. გარდა ამისა, ბევრად ეფექტურია მათი სისტემატური და არა პერიოდული მიღება. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ დოზირებისას. სხვათაშორის, ხალხური მედიცინა არასდროს შველოდა ალერგიას, რადგან მცენარეთა უმეტესობა დიდი რაოდენობით ალერგენს შეიცავს და ამგვარი “თვითშემოქმედებით” თავისუფლად შეიძლება მდგომარეობის დამძიმება.

* იწვევს თუ არა ალერგიას ცხოველის ბეწვი?

სინამდვილეში, ალერგიას არა ბეწვი, არამედ ის პროტეინის ცილა იწვევს, რომელსაც ცხოველის ნერწყვი და კანის ქსოვილი შეიცავს. ასე, რომ თუ მოკლებეწვიანი ცხოველის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, სასწრაფოდ თქვით უარი, რადგან მისგან ზიანი იმდენივეა, რამდენიც ფუმფულა ბეწვის მფლობელი ოთხფეხა მეგობრისგან.

* არის თუ არა ალერგია ჯანმრთელობისთვის სახიფათო?

მართალია ითვლება, თითქოს სურდო ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, მაგრამ სინამდვილეში, ალერგიის არასათანადო მკურნალობა ასთმას და ანაფილაქტიკურ შოკს იწვევს. ასე რომ პროფილაქტიკა და დროული მკურნალობა არა თუ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა.

* სასარგებლოა თუ არა წვიმის შემდეგ სეირნობა?

წვიმა ჰაერს მცენარის მტვრისგან წმენდს, ამიტომ თუ ალერგია გაწუხებთ, აუცილებლად გაისეირნეთ წვიმის შემდეგ და მოერიდეთ დილის საათებში ფეხით სიარულს, როცა ალერგენების კონცენტრაცია ჰაერში პიკს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები