LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინამდვილეში, მხოლოდ კეთილი ადამიანია ძლიერი, ბოროტს ღვარძლი და საკუთარი თავით უკმაყოფილება ასუსტებს – ჯეიმს დინის ცნობილი გამონათქვამები

4487
1

მართალია, 1960-იანი წლების ჰოლივუდში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა მსახიობი ბრწყინვალე კარიერას გაიკეთებდა, მაგრამ მოტორბოლებით გატაცებულმა დინმა მხოლოდ რამდენიმე ფილმზე მოასწრო მუშაობა, რადგან 24 წლის ასაკში დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

fortuna.ge გთავაზობთ ჯეიმს დინის ცნობილ გამონათქვამებს:

მსახიობობა ყველაზე სახიფათო პროფესიაა, რადგან ერთი ერთზე რჩები საკუთარ წარმოსახვასთან, რომელმაც შეიძლება ისე გაგიტაცოს, რომ რეალობაში აღარ მოგინდეს დაბრუნება.

ადამიანები სულ ცხოვრების შევსებას ცდილობენ, თუმცა კვდებიან და მხოლოდ სიცარიელეს ტოვებენ.

სინამდვილეში, მხოლოდ კეთილი ადამიანია ძლიერი, ბოროტს ღვარძლი და საკუთარი თავით უკმაყოფილება ასუსტებს.

სიხარული საქმის კეთების პროცესს მოაქვს და არა საბოლოო შედეგს.

ნიუ-იორკი მდიდარი და გულუხვი ქალაქია, თუ მზად ხარ მიიღო მისი ცინიზმი და სისასტიკე.

აბსოლუტურად სულერთია რას ამბობენ ჩემზე, მე მხოლოდ მათთან მაქვს საქმე, ვინც თვითონ მომწონს და რას ფიქრობენ სხვები ნაკლებად მაინტერესებს.

არ ღირს გამუდმებით სიკვდილზე ფიქრი. თუ სიკვდილის გეშინია, შენს ცხოვრებაში არც აღმოჩენების, ახლის შეცნობის სიხარული იქნება.