LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინანულით შესჩიოდნენ ერთმანეთს, პირი ამოკერილი გაქვს, თავი დახრილი.. ამ ტრაგედიას რა ჰქვიაო.. მე ხომ იქ აღარასოდეს ჩავალ სანამ ის არის..“ – რუს ქალებს შორის გამართული დიალოგი, რომელიც თინა ხიდაშელმა მოისმინა

584
BeFunky-collage (1) (1)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი მოქალაქეების ნაკადის ზრდის საკითხს ეხმაურება და საზოგადოებას უზიარებს რუსების დიალოგს, რომელიც ტაშკენტში, ერთ-ერთ სასტუმროში თავად მოისმინა.

თინა ხიდაშელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა ამაზე წერთ და აგერ ჩემს ამბავსაც გაგიზიარებთ.

ამჟამად ტაშკენტში ვარ, სასტუმროში. რა თქმა უნდა უამრავი რუსია აქაც.

ჩემს გვერდით საუზმეზე ორი დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი საუბრობს გულდაწყვეტილი რომ ამდენი დღე გავიდა თბილისში ბინა ვერ იყიდეს, რომ ახალი სააგენტო ჩართო დღეს და იმედი აქვთ კვირის ბოლომდე გაფრინდებიან. ? და თუ თბილისში ვერაფრს ნახავენ იქნებ სოხუმში გავჩერდეთ დროებითო ?

მაგრამ მათ საუბარში მეორე ნაწილი იყო უფრო საგულისხმო.

როგორი სინანულით შესჩიოდნენ ერთმანეთს ხარ შენთვის, იხდი გადასახადებს, პირი ამოკერილი გაქვს, თავი დახრილი და ისე დადიხარ და მაინც რომ მოგიწევს ემიგრაცია ამ ტრაგედიას რა ჰქვიაო. და აგერ ნახევარი საათია იმაზე მსჯელობენ მე ხომ იქ აღარასოდეს ჩავალ სანამ ის არის, აგერ ოლია და მისი მეზობლებიც ამას ამბობენ, კიდევ რამდენი და ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს ნეტავ ხალხს იქ აღარ დაედგომებაო ?

აი ასე, ვზივარ და ვისმენ და ხან ახია თქვენზე და უნდა გაეროზგეთ ღირსი იქნებოდით მინდა ვუთხრა, ხან დავამშვიდო სულ ხომ არ იქნება დაბრუნდებითთქო და ვარ ასე დაზაფრული“,- წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები