საქართველოში “სინოფარმის” ვაქცინით უკვე 793 ადამიანი აიცრა.
ამის შესახებ “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
ჩინური წარმოების “სინოფარმის” კოვიდვაქცინა იმუნიზაციის პროცესში გუშინ ჩაერთო.
ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნული ვაქცინა გაიკეთა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იყო.
დღეს აღნიშნული ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.