LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირთულეები კარგი გაკვეთილია, თუ სწორად შეაფასებ“ – ბიზნესმენის ისტორია

575
jemalxatiashvilinews

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ბიზნესმენ ჯემალ ხატიაშვილის ისტორიას.

ჯემალ ხატიაშვილი, 23 წლის, შპს ბუტრანა“( ყველისა და ღვინის კომპანია) დამფუძნებელი

 ჯემალ ხატიაშვილი ახალგაზრდა, ინოვატორი ბიზნესმენი და საქართველოში პირველი ადამიანია, რომელმაც პიკანტური ყველის წარმოება რეალურ ბიზნესად აქცია.

,„ჩემი მიზანია, საქართველოში ყველის წარმოება ისევე განვავითარო, როგორც საფრანგეთსა და იტალიაშია.

 რატომ აირჩიეთ ეს ბიზნესი?

მინდა ვთქვა, რომ ამ საქმიანობისადმი სიყვარული ოჯახმა და პაპამ მასწავლა. ისინი დიდი ხანია უკვე სოფლის მეურნეობის სფეროში არიან.

ღვინის დაყენებით პირველად 14 წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც ყურძენი პირველად დავწურე. ეს ინტერესი შემდგომ პაპასთან ერთად ალაზნის ველზე  ნაპოვნმა  უძველესმა ქვევრებმა გააძლიერა. შემდეგ კი 3 წლიანი დაძველების ღვინო ახლობლებისთვის სამახსოვრო ეტიკეტებით ჩამოვასხი, რამაც ფართო ინტერესი  და დიდი მოწონება გამოიწვია.  ყოველივე ეს ერთგვარი სტიმულიც აღმოჩნდა და გადავწყვიტე,  ღვინის ჩამოსხმა მხოლოდ ჰობი არ ყოფილიყო. ამავდროულად, ოჯახს ყველის წარმოებაც ჰქონდა. დამებადა იდეა ამ ორი პროდუქტის გაერთიანებისა და შესაბამისად ღვინისა და ყველის ბრენდის შექმნისა. შევეცადე ჩემს ხელთ არსებული რესურსისთვის ბიზნესის სახე მიმეცა და საკუთარი ბრენდი ,,ბუტრანა“ დავაარსე. ,,ბუტრანა“ ღვინისა და ყველის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს კახურ ტრადიციულ ღვინოებსა  და პიკანტური ყველის 20-მდე ნაირსახეობას სთავაზობს.  მიმდინარე წელს განვავითარეთ ახალი მიმართულება, სამაცივრე მეურნეობა, სუფრის ყურძნის წარმოება-შენახვა.

იყო თუ არა სირთულეები?

სირთულეები ბევრი იყო, მათ შორის ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო პირველადი დანადგარები, რომლებიც საკუთარი დანაზოგით შევიძინე. ასევე, რთული და კაპიტალტევადი იყო ყველა იმ სტანდარტის დანერგვა კომპანიაში, რაც სურსათის უვნებლობის საკითხებს უკავშირდებოდა. ეს ურთულესი შრომაა, რომელიც ფინანსურ რესურსთან ერთად მნიშვნელოვან კომპეტენციებსაც საჭიროებს. ამასთან ერთად, ახალი ბრენდის გამოჩენა ბაზარზე და ,,,ფეხის მოკიდება“…. დღეს ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი და კიდევ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს წინ. წარმატებაა როდესაც ,,ყურს უკან“ უკვე გესმის შენი კომპანიის სახელი და წარმოებული პროდუქციის მიმართ მომხმარებლის კეთილდამოკიდებულება. ძლიან სასიამოვნოა შენს შრომას რომ აფასებენ და მოწონთ ის, რასაც შენი ხელითა და მთელი გულით  ქმნი… და როდესაც ხედავ შედეგს ეს, სიამაყის  გრძნობაა, რაც თავდაჯერებულობას გმატებს შემდგომში და გაძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი გააკეთო.

რჩვები დამწყებ ბიზნესმენებს…

დღევანდელი გარემო ხომ სავსეა გამოწვევებით და ამავდროულად ძალიან დინამიურია. თან როდესაც რაიმე საქმიანობას ეწევი ბევრი სირთულის გადალახვა გიწევს. თუმცა მიმაჩნია რომ სირთულეები კარგი გაკვეთილებია თუ სწორად შეაფასებ. ამასთანავე, ჩვენი გარემო სავსეა შესაძლებლობებითაც. დღეს უნდა შეგეძლოს  მაქსიმალურად გამოიყენო საკუთარი და გარემოში არსებული რესურსი და ასევე არ შეუშინდე დაბრკოლებებს. ჩემი აზრით მიზანდასახულობა, გამბედაობა და ოპერატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში შედეგის მისაღწევად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები