LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირთულეების მიუხედავად, არც ერთ ავიაკომპანიას არ გამოუთქვამს საქართველოს დატოვების სურვილი

153
TBILISIIII

ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ ფრენების გაზრდას გეგმავენ. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პანდემიისა და დროებითი სირთულეების მიუხედავად, არც ერთ ავიაკომპანიას არ გამოუთქვამს საქართველოს დატოვების სურვილი. პირიქით, ფრენების გაზრდას გეგმავენ, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

თურნავა ზოგადად ტურიზმის სექტორზეც საუბობს და ამბობს, რომ 2021 წელი ტურიზმის სექტორისთვის დაძაბული და გამოწვევებით სავსე იქნება.

„ტურიზმი აღდგება საშუალოვადიან პერსპექტივაში და არა მყისიერად, თუმცა საკმაოდ წელგამართულები ვართ, რადგან ჩვენმა ტურისტულმა ობიექტებმა შეიძინეს უნიკალური გამოცდილება საკარანტინე პროგრამით, თუ როგორ უნდა ემსახურონ თავის სტუმრებს არა მარტო კომფორტულად, არამედ – უსაფრთხოდ. ეს საკმაოდ აქტუალური იქნება ახლო მომავალშიც. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მაღალმხარჯველ ტურისტებზე ანუ ხარისხობრივი ბაზრისკენ ვიმოძრავებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები