LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტუაცია რუსეთისთვის უარესობისკენ შეიცვალა“ – რუსი სამხედრო ექსპერტი პირდაპირ ეთერში ომის წაგებაზე ალაპარაკდა

242
hodarionoki

რუსი სამხედრო ექსპერტი, მიხაილ ხოდარიონოკი რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში, პოლიტიკურ თოქშოუში ღიად ალაპარაკდა რუსეთის მიერ ომის შესაძლო წაგებაზე:

„საქმეს უნდა შევხედოთ სტრატეგიული პოზიციებიდან. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არ გირჩევთ საინფორმაციო პროპაგანდის ისე წარმართვას, რაც რეალობას მკვეთრად აცდენილია. ის, რომ უკრაინის ჯარში რაიმე ტიპის მორალური გარდატეხა და დეპრესიაა, ტყუილია. არის ცალკეული დანაყოფები, სადღაც-სადღაც ტყვეები, მაგრამ ეს დეტალებია.  ასეთ დროს სიტუაცია ფასდება საერთო პრიზმაში. სიტუაცია კი ასეთია, უკრაინის სამხედრო ძალებს, აქვს შესაძლებლობა, მომენტალურად მოახდინოს დამატებითი ცოცხალი ძალის, მოხალისეების მობილიზება და ეს გახლავთ დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი. აქ ისმის კითხვა, რამდენად მალე მოახერხებენ ამ მილიონი ადამიანის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვას. საკუთარი ძალებით უკრაინა ვერაფერს იზამდა, მაგრამ ახლა გზაში წამოგვეწევა ლენდ-ლიზის შეთანხმება და ევროპული დახმარება, ამიტომ ეს უდიდესი საფრთხე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. სიტუაცია რუსეთისთვის უარესობისკენ შეიცვალა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები