LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია საგანგაშოა?! – რას ელოდებიან ინფექციონისტები მომდევნო დღეებში

657
1588960332-მაია-ბუწაშვილი

ბოლო დღეებია კოვიდინფიცირების დაბალი სტატისტიკა 15-20 შემთხვევამდე ავიდა. ახალ კლასტერებთან ერთად, არის შემთხვევები, როდესაც ვირუსის პირველწყაროს ვერ ადგენენ. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა 20 ივნისიდან კვლავ აღდგეს.

ამის მიუხედავად, ინფექციონისტები სიტუაციას საგანგაშოს არ არქმევენ.

როგორც “ფორტუნასთან” მაია ბუწაშვილი ამბობს, ლოგიკურია, რომ კარანტინის მოხსნას და შეზღუდვების “შერბილებას” ინფიცირებულთა ზრდა მოჰყვებოდა.

ინფექციონისტის თქმით, მომდევნო კვირებში გამოჩნდება ვირუსის მკვეთრად გავრცელებასთან გვაქვს საქმე თუ მოკლევადიან მატებასთან.

“სიტუაცია საგანგაშოსგან ძალიან შორსაა. უფრო მეტი შემთხვევებიც გვქონია. ის, რომ კარანტინის “შერბილებას” მოყვებოდა აღმავლობა, ეს სიურპრიზი არაა. ახლა საკითხი ასე დგას – რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი, გააგრძელებს აღმავლობას და მივიღებთ სწრაფ ზრდას, თუ მოხდება სიტუაციის სტაბილიზება და შენარჩუნება. ამის პროგნოზირება ურთულესია. ყველანაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს.

მომდევნო ორ კვირაში დავინახავთ გვაქვს თუ არა სწრაფი აღმავლობა. მაგრამ ახლა რომ არ იყოს აღმავლობა, რისკი მაინც არ იხსნება. ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. იმიტომ, რომ ეს იქნება ახლა, თუ შემოდგომაზე, ყოველთვის შეიძლება მკვეთრად მოიმატოს შემთხვევებმა და ამას ვერასდროს გამივრიცხავთ, – განაცხადა “ფორტუნასთან” მაია ბუწაშვილმა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, ერთი საბურთალოს კლასტერიდან, რამდენიმე საკარანტინო სივრციდან, ორის წყაროს მოძიება კი გრძელდება.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ია. კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი.

რატომ არ უნდა გეკეთოთ პირბადე თავზე და ნიკაპზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები