LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული დაფრინავს! – წყვილი შუა ფრენის დროს, გაოცებული მგზავრების თვალწინ დაქორწინდა

222
21271452-7708543-image-a-17-1574293867568

პატარძალმა თვითმფრინავის სალონში, 34 ათასი მეტრის სიმაღლეზე გამოისეირნა და თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს ბედი სამუდამოდ დაუკავშირა.

ავსტრალიელმა დევიდ ვალიანტმა და მისმა საცოლემ ახალი ზელანდიიდან, კეტი როლფმა ერთმანეთი 8 წლის წინ გაიცნეს.

https://www.youtube.com/watch?v=B526syryK3s

წყვილმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი მშობლიური ქალაქების დამაკავშირებელ რეისზე გადაედგათ. სწორედ ამიტომ, ქორწილისთვის სიდნეიდან ოკლენდისკენ მიმავალი ლაინერი შეირჩა.

უჩვეულო ქორწილის იდეა თავში როლფს მოუვიდა და ავიაკომპანია Jetstar-ს ოფიციალური წერილითაც მიმართა. ავიაგადამზიდს იდეა ძალიან მოეწონა და ცერემონია ერთ-ერთი კომერციული რეისის დროს დაგეგმა.

წყვილის სტუმრები პირველ რიგებში ისხდნენ და ქორწილი დანარჩენი მგზავრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. შეყვარებულებმა „თანახმა ვარ“ მაშინ თქვეს,  როცა ლაინერი კუნძულ ტასმანიის თავზე იმყოფებოდა.

ოკლენდში დაფრენის შემდეგ ახალდაქორწინებულებს ეკიპაჟის წევრებმა და  მგზავრებმა მთელი გულით მიულოცეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები