LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული პანდემიის პირობებში: ამერიკელმა მამაკაცმა შეყვარებულის სანახავად გერმანიაში შეპარვა სცადა

89
BeFunky-collage (7)

კორონავირუსის დამსახურებით აშშ–სა და გერმანიას შორის საჰაერო მიმოსვლა შემწყდარია და ორივე ქვეყანას საზღვრები ჩაკეტილი აქვს. შტატების მოქალაქეს კი გერმანიაში გადასვლა ძალიან უნდოდა, ამიტომ თავი აეროპორტის დამლაგებლად გაასაღა.

რა იყო მიზეზი? – შეყვარებული მოენატრა.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. 20 წლის პენსილვანიელი ახალგაზრდა ვაშინგტონის აეროპორტიდან ფრანკფურტისკენ გაემართა. საყვარელი გოგონა მას სწორედ იქ ელოდებოდა. ერთადერთი რეისი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სრულდება, მხოლოდ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ამერიკელს გერმანიაში ჩაფრენის უფლება წესით არ ქონდა. ამერიკიდან წასვლა მან როგორღაც შეძლო, თუმცა მთავარი გერმანიის საზღვრის გადაკვეთა იყო.

ახალგაზრდა დარწმუნებული იყო, რომ მისი გეგმა გაამართლებდა. ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავდა – შეყვარებულმა ყმაწვილმა სპეციალური ყვითელი ჟილეტი ჩაიცვა, ხელში ურნაც დაიკავა და როგორც რიგითი დამლაგებელი, ისე იქცეოდა.

მიზანი მესაზღვრეებისთვის გვერდის ავლა და აეროპორტიდან თანამშრომელთათვის განკუთვნილი გასასვლელით გაპარვა იყო. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც ფილმებში. ის ამერიკელი დაცვის წევრებმა შეამჩნიეს და დოკუმენტაცია მოსთხოვეს.

დაკითხვის დროს მამაკაცმა აღიარა, რომ ქვეყანაში შეპარვას ჩუმად ცდილობდა და მიზეზი მისი დიდი სიყვარული იყო. ემოციურმა ისტორიამ გერმანელ პოლიციელებზე გავლენა ვერ მოახდინა. ამერიკელი დააკავეს და მეორე დღესვე სამშობლოში დაადეპორტეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები