პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ პანდემიის პირობებში ნორმალურად იმუშავა, თუმცა, როგორც ინაშვილი ამბობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ადამიანების დახმარება ვერ მოხდა.

“კარგი რა არის, როგორ იმუშავა მთავრობამ? ნორმალურად. რა ვერ გავაკეთეთ კარგად? ის რომ სასიცოცხლო რაც იყო ადამიანებისთვის, ვერ დავეხმარეთ იმ დღეებში. კარგია, რომ ბატონმა გიორგიმ ეს აღნიშნა და თქვა, რომ კი გასულია დრო და ცუდია, რომ იმ ეტაპზე ვერ შევძელით ადამიანების დახმარება. ახლა მე გეკითხებით თქვენ – დღეს რომ შია ადამიანს და დღეს რომ სჭირდება საკვები, და თქვენ ეუბნებით სამი თვის მერე მოგცემ, რა გააკეთოს იმ კაცმა?

თქვენ რომ ეუბნებით დაიცავი ჰიგიენური ნორმები და ინსტრუქცია და ეს ადამიანი ვერ ყიდულობს ელემენტარულად საპონს, არა აქვს ნიღაბი, რა გააკეთოს ამ ადამიანმა? ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ დღეს, ამ წუთას, ახლა არის დახმარება საჭირო. ჩვენ ვლაპარაკობთ ასევე იმაზე, რომ კატეგორიები, რომელიც გამოყო მთავრობამ, უფრო მეტი გულმოდგინებით იყო საჭირო ამ კატეგორიების გამოყოფა, რადგან დაგვრჩა უზარმაზარი ფენა ადამიანებისა, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ. ეს ადამიანები დღეს საჭიროებენ სასიცოცხლო დახმარებას“,- განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატი ძალების გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარა ქვეყანაა და ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ხალხი, მომთმენი, ამტანი, ბევრ რამეს გაუძლო ამ ხალხმა, კიდევ ბევრ რამეს ავიტანთ, მაგრამ სიყვარული აკლია, სითბო აკლია ქვეყანას. რაც მთავარია, სამართლიანობა აკლია ქვეყანას და ჩემი მთავარი პრეტენზიაც „ქართულ ოცნებასთან“ ეს არის. ეს გააკეთეთ თქვენ, განურჩევლობა დაამკვიდრეთ ქვეყანაში და სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ბედნიერი ქვეყანა ვერ აშენდება. ჩვენი შვილებისთვის ჩვენ სწორედ ბედნიერი, ლამაზი, მშვიდი ქვეყანა გვემეტება. სხვა ქვეყანა არ გვემეტება. ის ნანახი გვაქვს რაც იყო“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05