LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული საუკეთესო კოსმეტიკაა, თუმცა კოსმეტიკის შეძენა ბევრად მარტივია, ვიდრე სიყვარულის – ივ სენ-ლორანის ცნობილი გამონათქვამები

169
1

ივ სენ-ლორანი – კრისტიან დიორის მოსწავლემ და მემკვიდრემ, რომელიც 21 წლის ასაკში ჩაუდგა Dior-ის მოდის სახლს სათავეში, არა მხოლოდ მამაკაცის გარდერობის ელემენტები შეიტანა ქალის სამოსში, არამედ „უნისექსის“ მცნებაც დაამკვიდრა.

fortuna.ge გთავაზობთ ივ სენ-ლორანის ცნობილ გამონათქვამებს:

საუკეთესო სამოსი ქალისთვის – საყვარელი მამაკაცის მკლავებია მხრების გარშემო, ის კი, ვისაც ამის ბედნიერება არ აქვს, ჩემი კაბები გამოადგება.

მხოლოდ იმას ვნანობ, რომ სხვამ დამასწრო ჯინსების გამოგონება. ჯინსებს სექსუალურობა, თუმცა სისადავე და მიმზიდველობა ახასიათებს, ანუ ყველაფერი ის, რის მიღწევასაც საკუთარ კოლექციებში ვცდილობ.

ქალის სილამაზისთვის შავი სვიტერი და შავი შარვალიც საკმარისია, მთავარია, საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს გვერდით.

სამოსი ქალის პიროვნებას უნდა ერგებოდეს და არაა საჭირო პიროვნების ცვლა ყოველი ახალი სამოსის მოსარგებად.

სიყვარული საუკეთესო კოსმეტიკაა, თუმცა კოსმეტიკის შეძენა ბევრად მარტივია, ვიდრე სიყვარულის.

მხოლოდ ასაკთან, გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ სამოსის მთავარი ღირსება – ქალია, რომელიც მას ატარებს.

ჩემი კაბები იმ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც 50 ჩემოდნით შეუძლია მოგზაურობა.

თუ ქალი კარგად გამოიყურება, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც მას ქურქს უყიდის.

არასდროს მაღელვებს სიახლეები და მოდურობა, ჩემთვის მთავარი ჩემი მოდელების სრულყოფილებაა.

ელეგანტური მხოლოდ იმ განუმეორებელ კაბას შეიძლება ეწოდოს, რომლის ორჯერ ჩაცმა შეუძლებელია.

ყველაზე მოდურ და დახვეწილ სამოსსაც სჭირდება თუნდაც ერთი წვეთი სუნამო, რადგან მხოლოდ სწორ არომატს შეუძლია მოდელის სრულყოფილების გადმოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები