LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიური თავგადასავალი და მოგზაურობა ჰელსინკიში

249
cover

კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულების ადგილი მოგზაურობის მოყვარულებისთვის. ჰელსინკი- ფინეთის დედაქალაქი გამორჩეული, მომხიბვლელი ატმოსფეროთი და განსაკუთრებული დახვეწილობით ნამდვილად ხდის მას მსოფლიოში ერთ-ერთ მიმზიდველ დანიშნულებად. გამოირჩევა სკანდინავიური და მოდერნისტული სტილის ნაზავით. ჰელსინკი 1550 წელს შვედეთის მეფე გუსტავ ვაზამ დააარსა. დღეს ის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული ქალაქია,სადაც მრავალი სახის სანახაობასა და გასართობს ნახავთ. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან სანახაობებს რაც ქალაქის სტუმრობისას არ უნდა გამოტოვოთ.

The Market Square

ბაზრის მოედანი ალბათ პირველი ადგილი, რომელსაც მოგზაურები ნახავენ ძველ ქალაქ ჰელსინკიში ჩასვლისას. პორტი წარმოადგენს ქალაქის ცხოვრებისა და ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიცენტრს,სადაც ადგილობრივ გემრიელ კერძებთან ერთად უამრავ საინტერესო სამკაულს,სამოსსა და სუვენირს შეიძენთ. სწორედ აქ იკრიბებიან ადგილობრივები თავიანთი საუკეთესო პროდუქტების გასაყიდად.

The Chapel of Silence

კამპის დუმილის სამლოცველო არის სიმშვიდის სიმბოლო ჰელსინკის ქალაქის ცენტრში. სამლოცველო არის პატარა,მაგრამ ძალიან მშვიდი. სქელი ხის კედლები, რომელიც დამზადებულია სკანდინავიური ნაძვისგან, იცავს მას გარე ხმაურისგან და სრულ სიჩუმეს ქმნის. შენობა აგებულია საოცარი წრიული ფორმით, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურული ინოვაციების ნიმუშს ჭეშმარიტ სკანდინავიურ სტილში.

Helsinki City Museum

არ არსებობს უკეთესი ადგილი იმის გასაგებად, თუ როგორ გახდა ქალაქი ჰელსინკი ის, რაც დღეს არის, ვიდრე ქალაქის მუზეუმი, რომელმაც მოიპოვა ფინეთის წლის მუზეუმის ჯილდო 2017 წელს. საკათედრო ტაძრის მოედანზე ხუთ ცალკეულ შენობაში,იხილავთ ყველაფერს ტრადიციული ფინური კოსტიუმებიდან მე-19 საუკუნის სახლის დეკორაციებამდე, მაცივრებისა და უთოების ადრეული პროტოტიპების ჩათვლით. ის ასევე ასახავს ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და ქალის წარმოუდგენელ ყოფნას გასული საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ძველ ფოტოებთან ერთად ვიზიტორებს ჰელსინკის წარსულში ამოგზაურებს.

Helsinki University Botanical Gardens

კაისანიემის ბოტანიკური ბაღი, რომელიც წარმოადგენს ფერადი მცენარეების თავმოყრას მთელი მსოფლიოდან, არის მდიდრული ოაზისი ქალაქის შუაგულში. ეს არის უძველესი სამეცნიერო ბაღი მთელ ფინეთში, რომელიც გახსნა ბოტანიკოსმა პიტერ კალმმა ქალაქ ტურკუში 1678 წელს და საბოლოოდ გადაეცა ჰელსინკის უნივერსიტეტს 1829 წელს დიდი ხანძრის შედეგად. ბაღში სულ 800 სახეობის მცენარეა და შესანიშნავი ადგილია შუადღის გასეირნებისთვის, ან ფინური ზამთრისგან თავის დასაღწევად.

Suomenlinna

სუომენლინნა, “ფინეთის ციხე”, მდებარეობს პატარა კუნძულების სერიაზე, ჰელსინკის სამხრეთ ნავსადგურიდან სულ რაღაც 20 წუთის დაშორებით. ის სამხედრო შენობის სტრუქტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. როდესაც ფინეთი შვედეთის იმპერიის ნაწილი იყო, იგი წარმოადგენდა მთავარ სტრატეგიულ პუნქტს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქალაქის კონტროლისა და სამხრეთ ფინეთის დასაცავად. აქვე იხილავთ შთამბეჭდავ მშრალ დოკს, ინჟინერიის ნამდვილ ტექნოლოგიურ მიღწევას. Design District

ბუტიკების, სახელოსნოების, ანტიკვარული მაღაზიების, გალერეებისა და რესტორნების თავმოყრა სწორედ აქ ხდება. უამრავი შესაძლებლობაა აღმოაჩინოთ ფინური დიზაინის სიმარტივე სამხრეთ ჰელსინკის ამ რაიონში. აქ იხილავთ სკანდინავიური დიზაინისა და დეკორის დახვეწილ ნამუშევრებს ხელნაკეთი პროდუქტების, ტანსაცმლის მაღაზიებისა და  არქიტექტურის შთამაგონებელი კოლექციებით.

Café Ekberg

 

კაფე ეკბერგი, რომელიც მიიჩნევა უძველეს და კლასიკურ კაფედ ჰელსინკიში.თარიღდება 1852 წლით. დააგემოვნეთ ტკბილეული,გამორჩეული ნაპოლეონის ნამცხვარი და ფინური ყავა. ეს შესანიშნავი ადგილია როგორც  დღის დასაწყებად,ასევე საღამოს განტვირთვისთვის.

Moomin Café

მუმინ კაფე- ბავშვობის სულის აღსადგენად იდეალური ადგილი. დაფუძნებული და გაფორმებული ფინეთის ეროვნული საგანძურის, ტოვე იანსონის მიერ დაწერილი და ილუსტრირებული წიგნების სერიის პერსონაჟებით. მუმინები ჰიპოპოტამის მსგავსი გამორჩეული პერსონაჟები არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში საინტერესო თავგადასავალი ჰქონდათ. კაფეებში დააგემოვნებთ მუმინების თემატიკის სასმელებსა და კერძებს, იხილავთ მუმინის ნამუშევრებს კედლებზე, პატარა მაღაზიებს, სადაც ყიდიან ნივთებს და სათამაშო ადგილებს ბავშვებისთვის მუმინების წიგნების ასლებით.

Korkeasaaren Elaintarha

კორკეასაარის ზოოპარკში ბინადრობს 150 ცხოველისა  და თითქმის 1000 მცენარის სახეობა, რომლებიც ბუნების მრავალფეროვნებას ქმნიან და საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის. კორკეასაარის ზოოპარკი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ზოოპარკიდან, რომელიც მდებარეობს კუნძულზე.შეგიძლიათ 20 წუთი ბორნით გაისეირნოთ ზაფხულში, ან ავტობუსით ცენტრალური ჰელსინკიდან ზოოპარკამდე. ზოოპარკი დაარსდა 1889 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. ის ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის დამცავ ადგილს. ზოოპარკი ღიაა წლის ყოველ დღეს,აქვეა რესტორანი და საპიკნიკე ადგილები.

Kotiharjun Sauna

ფინელებისთვის საუნა წარმოადგენს მედიტაციური განტვირთვის ადგილს. გამორჩეულია კოტიჰარჯუნის საუნა. ღვთაებრივი სიამოვნება დათარიღებულია ვიკინგების პერიოდიდან. სტრესის შემსუბუქების გარდა, წარმოადგენს სასარგებლოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამშვიდებს კუნთებისა და სახსრების ტკივილს და ეხმარება უძილობას. ფინეთში საუნებს ყველგან იხილავთ,თუმცა კოტიჰარჯუნის საუნა არის ერთ-ერთი სამი ტრადიციული საზოგადოებრივი საუნიდან, რომელიც შემორჩა ჰელსინკიში და შესანიშნავი ადგილია ფინეთის საუნის კულტურის შესასწავლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები