ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს ამერიკული „ვოგის“ აპრილის ნომრის ფოტოები გავრცელდა. აპრილის ნომრის მთავარი თემაა „ტალანტი საზღვრების გარეშე“ და მისი მთავარი გმირები სკარლეტ იოჰანსონი, კორეელი მსახიობი პე დუ ნა და ინდოელი კინოვარკვლავი დიპკა პადუკონე გახდნენ.

ფოტოებზე მსახიობები ულამაზეს კაბებში პოზირებენ და „ვოგის“ ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ჟურნალის ორი ფოტო გამოქვეყნდა. მეორე გარეკანზე ლეა სეიდუ, ანჯელა ბეიბი და ელიზაბეტ დებიკი არიან გადაღებულები. ახალი ნომრის გამოსვლას ახალი ვიდეორგოლების გამოსვლაც დაემთხვა. ახალ კლიპებში გოგონები საკუთარ კარიერაზე საუბრობენ. მაგალითად სკარლეტ იოჰანსონი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მას პენელოპა კრუსის კოცნა მოეწონა. ისინი ერთად მონაწილეობენ ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა.“

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები