LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხდომა გადაიდო და მე სად დავრჩებოდი, გარეთ ხომ არც დავდგებოდი” – შს მინისტრი პარლამენტში ჩაშლილ მოსმენაზე

41
0192837465-12
“სხდომა გადაიდო და მე სად დავრჩებოდი, გარეთ ხომ არც დავდგებოდი” – შს მინისტრი პარლამენტში ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით “რუსთავი2”-თან საუბრობს.
მისი თქმით,  ის მზად იყო პარლამენტში, დეპუტატების კითხვებისთვის პასუხები გაეცა, თუმცა, განვითარებული მოვლენები, მისი თქმით, ცირკს დაემსგავსა.

“როცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით გიბარებენ, როცა მინისტრი ხარ, ვალდებული ხარ მიბრძანდე და მოხსენება გააკეთო. ასევე, კითხვებზე პასუხები გასცე, მწვავე იქნება თუ არა.

მე, რა თქმა უნდა, მივედი, ჩემი მოვალეობა შევასრულე, მაგრამ იქ რაც მოხდა, სამწუხაროდ, ალბათ ცირკს თუ დაარქმევდით, მე ასეთი რაღაც პარლამენტში არ მინახავს. ოპოზიციონერებმა, ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამდენმა ადამიანმა, თავიანთი მაგიდაზე ახტომებით და ჩამოხტომებით და ა.შ.

პროტესტი, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუნდაც სურათებით დადგომაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, მესმის, მით უმეტეს ჟურნალისტებისგან – მათი კოლეგა გარდაიცვალა და მე ძალიან კარგად მესმის ეს და ძალიან მძიმეა, თუმცა ეს მაგიდაზე ახტომები და ჩამოხტომები

და რატომ არ დავრჩი მე იქ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. იქ არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, უნდა გავაგრძელო კითხვებზე პასუხის გაცემა თუ უნდა დავტოვო და გადაიდოს პროცესი. სხდომა გადაიდო და მე სად დავრჩებოდი, გარეთ ხომ არც დავდგებოდი და მოვუყვებოდი ამ ადამიანებს,”-განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები