LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ: ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

126
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმართება, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჯაფარიძე წერს, „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით“.

მადლობა ვუთხრათ ნებისმიერ ინვესტორს, ვინც აქ გადაწყვეტს თუნდაც 100 დოლარის ჩადებას – ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესზე

„ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით.

ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა @₾ე“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები