LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა სახლში მცხოვრებ ადამიანებს შორის ინტიმური კავშირი ინგლისში უკანონოდ გამოცხადდა

433
Sex-with-someone-you

ინგლისში სახლის გარეთ ინტიმური კავშირის დამყარება აიკრძალა. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ახალი კანონი მიიღეს. ამიერიდან სხვადასხვა სახლში მცხოვრებ ადამიანებს ერთ სივრცეში შეკრება ეკრძალებათ და ეს შეზღუდვა ორი ადამიანის შემთხვევაშიც კი მოქმედებს.

მართალია, ახალ კანონში „სექსის აკრძალვის“ შესახებ ხაზგასმული პირდაპირ არ არის, თუმცა ადგილობრივმა მედიამ აქცენტი სწორად ამ საკითხზე გააკეთა.

დახურულ სივრცეში შეკრებების აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევიდა. ახალ კანონში შეკრებები ასეა განმარტებული – „როდესაც ორი ან მეტი ადამიანი ერთ სივრცეში ხვდება იმისთვის, რომ ერთმანეთთან სოციალური ინტერაქცია დაამყაროს ან ნებისმიერი სხვა აქტივობით დაკავდეს.“

ასე რომ შეზღუდვა შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც თავისი პარტნიორებისგან მოშორებით ცხოვრობენ. საკუთარი სახლის გარდა სხვა სივრცეში ღამის გათენებაც აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა როცა მიზეზი სამსახურს ან სხვა გადაუდებელ სიტუაციას შეეხება. ჯარიმა კი 100 ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, თუმცა სხვის სახლში ღამის გათენება პირდაპირ არ ყოფილა აკრძალული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ადამიანი კანონში სუსტი წერტილის მოძებნას შეეცდება და ინტიმური კავშირით ღია სივრცეში დაკავდება. ეს კი უკვე კარგა ხანია რაც უკანონოდაა გამოცხადებული და საკმაოდ მკაცრად ისჯება.

დიდ ბრიტანეთში მკაცრი კარანტინი 23 მარტიდან გამოცხადდა და მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია, მაგალითად – სამსახურისთვის, ჯანმრთელობის მიზეზით, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ. შეზღუდვების შემსუბუქება ნელ–ნელა დაიწყო, თუმცა კარანტინის სრულად გაუქმებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები