LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

63
საგამოძიებო ფინანსთა

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებული თაღლითური განზრახვით, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საჯარო სამსახურში მის დასაქმებას შეძლებდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები