LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლა ინგლისში, სადაც ჭარბ წონას გაკვეთილზე სპორტული აქტივობით ებრძვიან (ფოტო)

116

ინგლისის აღმოსავლეთით, სუფოლკის საგრაფოში მდებარე სკოლა პირველი სასწავლო დაწესებულებააა, სადაც ჭარბ წონასთან ბრძოლის უპრეცედენტო მეთოდი დაინერგა. სასწავლო დაწესებულებამ გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სენს და მის თანმხლებ გართულებებს ადრეული ასაკიდან ებრძოლოს. სკოლაში არის სპეციალური სატრენაჟორო მინი-ველოსიპედი, რომელიც ყველა საკლასო ოთახშია და სტანდარტულ მაგიდას ცვლის. ბავშვები გაკვეთილებზე ბორბლებს ატრიალებენ და პარალელურად მეცადინეობენ. ეს მათ ფიზიკური აქტივობის სტიმულაციასა და ჭარბ წონასთაბ ბრძოლაში ეხმარება.

თავდაპირველად მეთოდი მხოლოდ რამდენიმე კლასში, 7-დან 8 წლამდე ბავშვევისთვის დაინერგა. შედეგი კი იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ დღეს ეს მეთოდი სკოლის 330-ივე მოსწავლეზე ვრცელდება. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამან ბავშვების აქტივობა ერთიორად გაზარდა და ჭარბი წონის პრობლემა უკვე არც ერთ მოსწავლეს არ აქვს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მეთოდი განსაკუთრებულად კარგია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მათი ძირითადი აქტივობა მოძრაობა უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები