LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლა “მთიების” პირველკლასელი ბიჭები სამებაში რაინდებად აკურთხეს

124

თბილისში, კერძო სკოლამ – IB მთიებმა პირველკლასელი ბიჭები სამების საკათედრო ტაძარში რაინდებად აკურთხა.

ბავშვების რაინდებად კურთხევის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე გავრცელდა.  On.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაუდასტურეს სკოლაშიც. მათივე ინფორმაციით, რაინდებად კურთხევის დღესასწაული დავითობას, 8 თებერვალს დაემთხვა.

სკოლის ადმინისტრაციასთან ინფორმაციის გადამოწმება სცადა “ფორტუნამაც”, სადაც განაცხადეს, რომ გარკვეული ღონისძიება ჩატარდა და თემასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები