LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლაში „მირაჟს“ ეძახდნენ, რადგან გაკვეთილებს გამუდმებით აცდენდა –  უცნობი ფაქტები მერაია ქერის შესახებ

328
FORTUNA. GE

ამერიკელი მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი და ფილანტროპი მერაია ქერი სცენაზე 1990 წელს გამოჩნდა. მისმა ალბომმა სახელწოდებით Mariah Carey ცხრაჯერ მიიღო პლატინის სტატუსი. ალმბომში შესული ოთხი სიმღერა კი ამერიკული ჩარტების სათავეში ერთდროუალდ მოექცა. ტომი მოტოლასთან ქორწინების შემდეგ მერაიამ ზედიზედ სამი ალბომი გამოუშვა და ჩაწერა ყველა დროის ყველაზე პოპულარული დუეტი ჯგუფთნ Boyz II Men. ასე გახდა მერაია ქერი ლეიბლ „ქოლამბია რექორდსისის“ ისტორიაში ყველაზე კომერციული მუსიკოსი.


მოდით ვნახოთ, რა ვიცით და რა არა მის შესახებ:

ჯერ კიდევ სკოლაში მერაია ქერის „მირაჟს“ ეძახდნენ, რადგან ის გამუდმებით აცდენდა გაკვეთილებს. სკოლის ფსიქოლოგი იხსენებს, რომ მომღერალთან მუდმივი საუბრები ჰქონდა. ის კი ამტკიცებდა, რომ როკ-მომღერალი უნდა გამხდარიყო და გაკვეთილები არაფერში სჭირდებოდა. სახელი მერაია მას ცნობილი მიუზიკლის საპატივცემულოდ დაარქვეს, სადაც ჟღერდა სიმღერა They Call the Wind Mariah.

იქამდე, სანამ ცნობილი გახდებოდ, მერაია კოსმეტოლოგიის კურსებს გადიოდა. დღის განმავლობაში კოსმეტოლოგიას სწავლობდა, მუშაობდა, ღამით კი კლუბებში მღეროდა. მეტიც, კარიერის დასაწყისში რესტორანში მიმტანადაც მუშაობდა, თუმცა, რთული ხასიათის გამო ის 20-მდე რესტორნიდან გამოაგდგეს.

ყველასთვის საყვარელი სიმღერა One Sweet Day სწორედ მერაიამ ჩაწერა ჯგუფ Boyz II Men-თან ერთად და სწორედ ეს სიმღერა გახდა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ყველზე სმენადი. ბევრმა არ იცის, რომ სწორედ მერიას შესთავაზეს ჯგუფ Hole-თან ერთად დუეტის ჩაწერა. ჯგუფის ლიდერი ქორთნი ლავი გახლდათ, რომელმაც თავდაპირველად დუეტისთვის The Smashing Pumpkins-ის ვოკალისტი ბილი კორგანიც მიიწვია, თუმცა ქერიმ ამ უკანსკნელთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

მერაია ქერიმ ორი კვირა გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს მოხდა მისი ფილმის, Glitter-ის გამოსლამდე ცოტა ხნით ადრე. ამის მიზეზად გადაღლა და ნერვული სტრესი დასახელდა. კიდევ ერთი ფაქტი. მერაიას ფეხები ერთ მილიარდ დოლარადაა დაზღვეული. 1999 წელს მერაიამ მერლინ მონროს კუთვნილი  როიალი აუქციონზე 600 ათას დოლარად შეიძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები