LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ: კოვიდსიტუაციის სამართავად სტუდენტები ექიმებს დაეხმარებიან

154
122640197-4856815527669487-394687366129264800-o

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. მისი თქმით, ხვალ და ზეგ მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება, ხოლო არჩევნების შემდეგ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და შემდეგი კვირის ოთხშაბათს სწავლა განახლდება.

მიხეილ ჩხენკელი:
„დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა ასეთია 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე. შემდეგი კვირის ოთხშაბათს სწავლა განახლდება ამ სკოლებში ჩვეულ ფორმატში”.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ ორშაბათს, სამედიცინო რეზერვი უკვე მზად იქნება და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარებიან. ეს არის სწრაფი კურსი. აქ შედის ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე კოვიდ სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში. ისინი რა თქმა უნდა ექიმებს არ ანაცვლებენ, უბრალოდ, მათ დაეხმარებიან.

“უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტები რექტორებს და დეკანებს. დაიწყო უფროსკურსელეისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის პროცესი, რომ მათ ქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარონ კოვიდ სიტუაციის მართვის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები