LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში სწავლა მხოლოდ დაბალ კლასებში იწყება, უმაღლესებში ისევ დისტანციურად გაგრძელდება

259
??????????????????????????????????????????????????????????

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში. აქ იგულისხმება არამხოლოდ პირველიდან მეექვსემდე, არამედ მეექვსედან მეთორმეტეს ჩათვლითაც“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, იქ სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა მშობლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სწავლების დისტანციური მოდელი აირჩიონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები