LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიელებს საკუთარ ქვეყანაში სამოგზაუროდ ფულს გადაუხდიან

134
slvnndws

სლოვენია გეგმავს, რომ ყველა მოქალაქეს 200 ევროიანი ვაუჩერები დაურიგოს, რათა მათ საზღვარგარეთ მოგზაურობაზე უარი თქვან და შვებულება სამშობლოში გაატარონ.

ვაუჩერის გადაცვლა სასტუმროს ღირებულებაში ან სხვა ტურისტულ სერვისსში იქნება შესაძლებელი და მას ყველა ზრდასრული სლოვენიელი მიიღებს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია, მათ სახელმწიფო 50 ევროს უსახსოვრებს.

„ჩვენ გვინდა წავახალისოთ სლოვენიელები, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში 2 დღე მაინც დაისვენონ. ჩვენს მოქალაქეებს მოტივაცია ექნებათ, რომ სამშობლოში მეტი ფული დახარჯონ, რითაც ადგილობრივ ტურიზმს ძალიან დაეხმარებიან.“ – განაცხადა სახელმწიფო მრჩეველმა.

ვაუჩერების სისტემა პანდემიის შემდგომი კრიზისის დასაძლევი გეგმის ერთი ნაწილია. მათი გამოყენება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი და მოსახლეობა ვაუჩერის ფულში გადაცვლასაც ვერ შეძლებს.

ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის 12%–ს შეადგენს, ამიტომ მისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები