LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონებზე დამოკიდებულება პარტნიორებთან ურთიერთობას და სექსუალურ ცხოვრებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის

384
phones-in-bed-today-main-190222-fd8bbf0713562c0dd5dbda9f4e17bc82.fit-760w

ფართოდ გავრცელებულია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მშობლები შვილებს მუდმივად მოუწოდებენ გაჯეტების გვერდით გადადებისაკენ და ცოცხალი ურთიერთობებისათვის უფრო მეტი დროის დათმობისაკენ. თუმცა როგორც აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, ძალიან ხშირად პირიქითაც ხდება.

2000  გამოკითხულიდან, რომლებსაც 5-18 წლის შვილები ჰყავთ, ნახევარზე მეტმა აღიარა, რომ შვილებს მათთვის უთხოვიათ ტელეფონის გვერდით გადადება და ყურადღების მიქცევა.

გამოკითხულთა 62% აღიარებს, რომ ისინი ტელეფონთან მეტისმეტად დიდ დროს ატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პრობლემას აცნობიერებენ.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მშობლები დღის განმავლობაში საშუალოდ 2 საათსა და 41  წუთს უთმობენ საკუთარ შვილებთან პირდაპირ კომუნიკაციას მაშინ, როდესაც სმარტფონებს 2 საათსა და 17 წუთს უთმობენ.

მიუხედავად საკუთარი სმარტფონებზე დამოკიდებულებისა, კვლევის მონაწილეები ძალიან განიცდიდნენ საკუთარი შვილების გაჯეტებზე დამოკიდებულებას.

მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, მნიშვნელობა არა აქვს ბავშვი 2 წლისაა თუ 14 წლის, მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან ერთად ყოფნა, გართობა, სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მის განვითარებას და ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

დადგინდა, რომ გარდა შვილებთან ურთიერთობისა, ამერიკელებს სმარტფონებზე დამოკიდებულება სირთულეებს უქმნის პარტნიორებსა და მეუღლეებთან ურთიერთობაშიც.

სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების მესამედს, რომლებიც სმარტფონზე არიან დამოკიდებულნი, პრობლემები შეექმნათ პარტნიორებთან ურთიერთობასა და სექსუალურ ცხოვრებაშიც.

რესპონდენტთა მეოთხედმა აღიარა, რომ ძილის წინ უკანასკნელი, რასაც ხედავენ ეს ტელეფონის ეკრანია და არა მათი მეუღლის ან პარტნიორის სახე. სამმა მეოთხედმა კი დაადასტურა, რომ ტელეფონი საწოლშიც მიაქვთ და დაძინებამდე მის გვერდზე გადადებას ვერ ახერხებენ.

ბუნებრივია,მსგავსი დამოკიდებულება პარტნიორების გაღიზიანებას იწვევს, იმ შემთხვევაში კი, თუ წყვილი ერთნაირადაა დამოკიდებული სმარტფონებზე, მათ უფრო და უფრო იშვიათად უჩნდებათ პირდაპირი კომუნიკაციის სურვილი.

“სმარტფონები ცვლიან არა მხოლოდ კომუნიკაციის სახეებს, არამედ დიდ გავლენასაც ახდენენ ჩვენს ურთიერთობებებზე და მათ ხარისხზე გარშემომყოფებთან. მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა იმისათვის, რათა სმარტფონების მოხმარებამ თქვენს ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენოს.“ – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელმა, ბეტი კოლომბომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები