ბაზარზე „სნოს“ კიდევ ერთი არომატიზირებული წყალი – „სნო“ კიტრის ნატურალური არომატით გამოჩნდა. როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მარტში ბაზარზე „სნო“ ლიმონის არომატით გამოვიდა, რასაც მათი ინფორმაციით, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებაში.

მენეჯმენტის ცნობით, „აქვა გეო“  წყლის პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც არომატიზირებული წყლის ახალი კატეგორია შექმნა ბაზარზე და პროდუქციას ნატურალური არომატებით, კონსერვანტების, შაქრისა და დამატკბობლების გარეშე აწარმოებს.

„ჩვენთვის – მაღალი ხარისხი სავიზიტო ბარათია.  „სნო“ კიტრის არომატით კეთდება ჩვენი ნატურალური მინერალური წყლით, ნატურალური კიტრის არომატით, კონსერვანტების, შაქრისა და ყოველგვარი დამატკბობლის გარეშე და მსგავსი ანალოგები მსოფლიოშიც კი ძალიან მცირეა. სწორედ წყლის ხარისხი, ნატურალურობა და სიჯანსაღე არის პროდუქტების დამახასიათებელი უპირატესობა“ ,- აღნიშნა „აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან შავლაყაძემ.

კომპანიაში ამბობენ, რომ დამუშავების პროცესშია დამატებით ნატურალური გემოები, როგორიცაა, „ვაშლი“, „პიტნა“, „საზამთრო“, „მოცვი“ და ა.შ. რომელიც დახლებზე ეტაპობრივად გამოჩნდება.

 

მსგავსი თემები