LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელებში გატარებული დიდი დრო პირდაპირ კავშირშია სტრესსა და ნეგატივთან – კვლევა

232
Social Media Due To Negativity

ერთი შეხედვით შესაძლოა კავშირი ვერ დაინახოთ, თუმცა ახალი კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ სოციალურ ქსელებში გატარებული დროის ოდენობა პირდაპირ კავშირშია სტრესსა და შფოთვასთან.

სოციალური ქსელები კეთილი მიზნებით შეიქმნა – ისინი ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება იმის ფონზე, რომ დღესდღეობით მსოფლიო გიჟურ რიტმში ცხოვრობს. არავის სცალია ხშირად მეგობრების და ახლობლების მოსანახულებლად და ასეთ დროს სოციალური პლატფორმები ნამდვილად გვეხმარება, თუმცა მათში ბევრი დროის გატარება ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს.

დღეისათვის სოციალური ქსელები სავსეა მუდმივი კამათით, სიძულვილით, რასისტული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი კომენტარებით, დეზინფორმაციით და აგრესიით, ეს კი ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე მოქმედებს.

ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა სოციალურ ქსელებსა და სტრესს შორის კავშირის აღმოსაჩენად ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2000 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა სოციალურ ქსელებში გატარებული დროის განმავლობაში მიღებული სტრესის გამო ბოლო წლის განმავლობაში სოციალური მედია-პროფილების პარამეტრები შეცვალა, რათა მხოლოდ ნაცნობ და ახლობელ ადამიანებთან ეკონტაქტათ, ინფორმაცია კი მხოლოდ სანდო წყაროებისაგან მიეღოთ. ყოველი 5 გამოკითხულიდან 1 აცხადებდა, რომ დროდადრო სოციალური ქსელებისაგან დასასვენებლად ანგარიშებს აუქმებს.

აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები იწონებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს. მათი აზრით, სოციალური ქსელებიდან ნეგატივის მიღების და სტრესისაგან თავის დასაცავად კარგი საშუალებაა გარკვეული პარამეტრების გამოყენება. დახურულ პროფილში ადამიანები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ და ეს ასეცაა. ექსპერტები მიესალმებიან დროდადრო სოციალური ქსელების ანგარიშების გაუქმებასაც და მიაჩნიათ, რომ ასეთ დროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარების მეშვეობითაც შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები