LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები 1-ლი იანვრიდან გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

sandacvaaaaaaaaa

2019 წლის პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ. დღეს მოქმედი წესით, თუ სოციალურად დაუცველთა ოჯახში არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, თითო ბავშვზე დამატებით კიდევ 10 ლარს იღებენ. პირველი იანვრიდან კი, 10 ლარი 16 წლამდე ბავშვებისთვის 50 ლარამდე იზრდება.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსების 10-დან 50 ლარამდე გაზრდა “გაეროს” ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული. გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევიდან გაირკვა, რომ საქართველოში 143 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია. მათი გარკვეული ნაწილი შიმშილს განიცდის. ამიტომ, “იუნისეფმა” სახელმწიფოს ბავშვებში შიმშილობის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.