LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველებს დასაქმება მეეზოვის, დარაჯის, ძიძის დამხმარის და სხვა პოზიციებზე შეუძლიათ – 4 457 სოციალური ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია

220
ipiccy_image

სოციალურად დაუცველებს ახლა დასაქმება მეეზოვის, დარაჯის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, კურიერის, საოფისე სამუშაოებზე დამხმარე პერსონალისა და დასუფთავების პოზიციებზე შეუძლიათ, – ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიზნეს ფორმულას“ ცნობითვე, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 22 ათასამდე ვაკანსიაა რეგისტრირებული და მსურველების ნაწილი უკვე დასაქმდა.

პროგრამის ფარგლებში, ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს.

„11 აპრილის მდგომარეობით, 4 457 სოციალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პირველი აპრილიდან შეუდგა საქმიანობას. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, სადაც საქმიანობა 18 მარტიდან დაიწყო“, – განუცხადეს „ბიზნეს ფორმულას“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები