LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კობის სასაფლაოზე სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს – შსს

78

სოფელ კობში მომხდარ ფაქტს, სადაც დაუდგენელმა პირებმა, სავარაუდოდ, სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, ის არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. შსს-ში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოძიება მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები