LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადავიყვანეთ“- შსს-ს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

93
თუშეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენის რეისები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით სრულდება.

შსს-ში ამბობენ, რომ რეისების დანიშვნის შედეგად, თუშეთში, ზამთრის პერიოდში მოსახლეების რაოდენობა გაიზარდა. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები