LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2 მილიონიანი პროექტი იწყება

206
cms-image-000019821

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს იწყებს. პროექტს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი ოთხწლიანია. მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.

გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში – ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა. გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები