„ვიყავი ნომინირებული და „არ დაიდარდოს“ რჩეული გავხდი. მიხარია, რომ წელსაც მოხვდა ჩემი სიმღერა ცერემონიის სიმღერების ნუსხაში. არ ვიქნები განსხვავებული ჩემი კოლეგებისგან და დავადასტურებ, „ოქროს ტალღა“ ყველასთვის დიდი მოტივატორია. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, პატარა მყავს, ამის გამო ისე ვერ ვაქტიურობ როგორც ადრე. ზოგადად, მომღერლისგან განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს მსგავს ცერემონიაში მონაწილეობა. უნდა იაქტიურო, ჩაწერო ვიდეო, მოუწოდო, მაგრამ წელს ეს ვერ მოვახერხე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერს ვმღერი და გამომდის, მაგრამ არის რაღაცა ძალიან ქართული, ტრადიციული, რაც ჩემია. ტაშ-ფანდურა სიმღერა უფრო მოთხოვნადია, დღეს. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსალხენი სიმღერები მოსწონთ. ზოგადად მხიარული ადამიანი ვარ, სიმღერებში უფრო რომანტიული. უგემოვნოს და ცუდს არაფერს გავაკეთებ. ვცდილობ მსმენელთან ჩემი გამოცდილება არ გავაფუჭო. გამიხარდება, თუ რამეს მოიპოვებს ჩემი სიმღერა. ვერ გეტყვით, რომ დიდი იმედი მაქვს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო ბედიამ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ გაუხარდება, თუ რომელიმე ნომინაციაში გაიმარჯვებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები