LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედიას განსაკუთრებული დიეტა: „თუ თავბრუ დამეხვა, ერთი ფილა შოკოლადით ვინებივრებ თავს…“

960
სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ამჟამად დიეტას იცავს, ვინაიდან ზამთარში დაახლოებით 3-4 კილოს იმატებს შემდეგში აუცილებლად უწევს გახდომისთვის ზრუნვა.

როგორია სოფო ბედიას დიეტა?

„მე ჩემი დიეტა მაქვს“, ამბობს მომღერალი – „ძირითადად, მოხარშული საკვებით, ბოსტნეულით, ცილითა და ხილით ვიკვებები. ამოვიღე ცომეული, ტკბილი და თუ თავბრუ დამეხვა, ერთი ფილა შოკოლადით ვინებივრებ თავს. ზოგადად, ტკბილზე  არ ვგიჟდები და არ ვიღებ შაქარს. თუ კარგ სუფრასთან მოვხვდი, დიეტას აუცილებლად დავარღვევ, თუმცა მეორე დღეს აუცილებლად გავაგრძელებ. ზაფხულს წონა არ უხდება, ამიტომ ვცდილობ, კვებით დავარეგულირო კილოგრამები…

ვარჯიში?

ვარჯიში ჩემი სტიქია არ არის. თუ იწყებ ვარჯიშს, სულ უნდა ივარჯიშო, რომ ტონუსში იყო. მე ამის არც დრო მაქვს, თანაც, ზარმაციც ვარ და მძინარე მზეთუნახავიც (იცინის). ისედაც, ყოველდღიურად, ვარჯიშის გარეშეც ბევრ ენერგიას ვხარჯავ…“

ფოტო/ვიდეო: სოფო ბედიამ ახალი სიმღერა ჩაწერა

ვიდეო: რატომ ეძახის სოფო ბედია დედამთილს დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები