LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ხალვაში: „ბათუმის მერის მოადგილეობაზე რამდენჯერმე ვთქვი უარი…“

sofo-khalvashi

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილეა. მანამდე ის „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემის წამყვანად მუშაობდა, თუმცა ტელევიზიიდან საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

სოფო ჟურნალ „სარკესთან“ ახალი თანამდებობის შესახებ საუბრობს.

სოფო:

ბათუმის მერისგან, ბატონი ლაშა კომახიძისგან რამდენჯერმე მივიღე ეს წინადადება, მაგრამ არ დავთანმხდი. ახლა ეს ნაბიჯი გადავდგი.

ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღეთ?

ბუნებრივია, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს ვუთხარი. ვიფიქრეთ, რამდენად შევძლებდი ამ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას და ეს გადაწყვეტილებაც ერთად მივიღეთ.

შვილები როგორ შეხვდნენ დედის ახალ სამსახურს?

მშვენივრად. უფროსი შვილი, ქეთევანი 10 წლისაა, პატარა კი ხუთის. ორივე მიჩვეული იყო ჩემს ცნობადობას, ტელევიზიით ხშირად მხედავდნენ, ამიტომ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული ემოცია არ ჰქონიათ.

ამ ნაბიჯის აგდადგმა მას შემდეგ ხომ არ გაგიმარტივდათ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოგხსნეს?

შეიძლება, ასეც იყო. უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა. ჩემს გამოცდილებას, ნაცნობობას ახლა უკვე ბათუმის სასარგებლოდ გამოვიყენებ. პირველი კითხვა, რაც დავსვი, ეს საქმე ხომ არ შემიშლიდა ხელს სცენაზე დგომაში. მიპასუხეს, რომ არა. ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რომ გადაწყვეტილება მიმეღო.

უკვე გაერკვიეთ ახალ მოვალეობებში?

კულტურა, სპორტი, განათლება და ახალგაზრდობის მიმართულებები მაბარია. ცოტა ხანი მჭირდება, რომ ყველაფერში დეტალურად გავერკვე.

რა შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი უფრო რთულია, იყო  მომღერალი თუ ვიცემერი?

ბუნებრივია, მერის მოადგილეობა რთულია. დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს, შეხვედრები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე სერიოზულად ვარ ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში.

სოფო ხალვაშთან ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები