ნიკა კაციას გადაცემაში „ლიმონი“ სოფო ნიჟარაძე სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „კართან მოდგმა შემოდგომა“ მან საბა კემულარიასთან ერთად, ზვიად ბოლქვაძისა და „ნიუტონის“ ინტერპრეტაციით, ცოცხლად „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შეასრულა. ახლა კი ამ სიმღერის ცოცხალი შესრულების აუდიოვერსიის პრემიერა „ფორტუნას“ მსმენელისთვის წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ლაივ-შესრულების ვიდეოს „იუთუბზე“ მცირე ხანში რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს, რაც მომღერალს ძალიან ახარებს.

ამჟამად სოფო „მხოლოდ ქართულის“ პროექტშია ჩართული. მისი მეორე სეზონი ეთერშია დღეიდან, 5 ნოემბრიდან გავა. პროექტი „რუსთავი 2“-ზე საღამოს ათ საათზე დაიწყება.

 

ტეგები: საბა კემულარია სოფო ნიჟარაძე
კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები