LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საკუთარი მანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა:”პირადად მე მივიყვანე საავადმყოფოში”

103
BeFunky-collage

​სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საკუთარი ავტომანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არსენ ტოროსიანმა თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„საჭესთან მე ვიჯექი. ბავშვი პირადად მე მივიყვანე საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა სრული გამოკვლევა. ბავშვს მხოლოდ ნაკაწრები აქვს მარჯვენა ხელზე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარკვეული დროის განმავლობაში, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, შემდეგ კი, სახლში წასვლას შეძლებს“, – წერს ტოროსიანი და ასევე, აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები