LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ კონფლიქტში ჩაითრიონ საქართველო და აიძულონ აირჩიოს მხარე: კახა გოგოლაშვილი

99
BeFunky-collage (1)

“ტროლების გამოჩენას და სხვადასხვა პროპაგანდისტულ განცხადებებს, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელწერა ეტყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც რუსული საშუალებებია”- ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემა “დღის თემაში” სომხურ სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმართ ანტიქართული განწყობის გამძაფრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ძალები რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებენ და დეზინფორმაციების გავრცელებით ცდილობენ აიძულონ საქართველო აირჩიოს მხარე.

“არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთში იყოს ისეთი საშუალებები, რომლებიც სომხურია, მაგრამ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არის და მოქმედებენ მათი შეთანხმებით. სომხეთში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ ამ კონფლიქტში ჩაითრიონ საქართველო და აიძულონ აირჩიონ მხარე. მათთვის სულერთია აირჩევს სომხურ თუ რუსულ მხარეს, ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩებიან. თუ აზერბაიჯანულ მხარეს დაუჭერს მხარს საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთისგან მივიღებთ დარტყმას და ამ შემთხვევაში არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ მოიგებს. გარკვეული სომხური ძალები, რომლებსაც აწყობთ სეპარატიზმი საქართველოში, შეიძლება მათ მოითბონ ამით ხელი.”- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

კითხვაზე, რამდენად რეალურია თურქეთისა და რუსეთის ძალისხმევა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, გოგოლაშვილი პასუხობს, რომ კონფლიქტში საკუთარ ინტერესებს რეგიონის თითქმის ყველა დიდი ძალა ხედავს.

“მგონია, რომ თურქეთი ინტენსიურად მოითხოვს ალიევისგან რომ ჩართოს მისი მონაწილეობა ამ კონფლიქტის დარეგულირებაში, რადგან მას თავისი ამბიციები აქვს და უნდა ითამაშოს ყარაბაღში პოლიტიკური როლი. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანსაც აწყობს, მისი მხარდამჭერის, თურქეთის ყოლა მოლაპარაკების მაგიდაზე. რადგან კარგად ესმით, რომ რუსეთი არ არის ნეიტრალური მხარე, როდესაც საკითხი ეხება ყარაბაღის კონფლიქტს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა რუსეთის მხრიდან გარკვეული ტაქტიკური მხარდაჭერა მოიპოვა, სტრატეგიულად რუსეტი უფრო სომხეთს განიხილავს სტრატეგიულ მოკავშირედ. ამიტომ აწყობს აზერბაიჯანს, რომ იქვე თურქეთიც იყოს მოლაპარაკებებში” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა,  სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მილსადენებზე კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ ილჰამ ალიევის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ  სომხეთს თუ სურვილი გაუჩნდა აქვს შესაძლებლობა მწყობრიდან გამოიყვანოს მილსადენები.

არამგონია, რომ სომხეთისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს ზიანის მიყენება საქართველოსთვის – კახა გოგოლაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები