LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გახანგრძლივდა

103
BeFunky-collage

ეპიდსიტუაციის გართულების გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. სომხეთის მთავრობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა ხვალ 13 ივნისს იწურებოდა. კორონავირუსის ფართოდ გავრცელებისა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდამ სომხეთში, საგანგებო რეჟიმის მესამედ გახანგრძლივება გამოიწვია.

ბოლო მონაცმებით, სომხეთში 15 564 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 5 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 258 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ახალი დადასტურებული 612 შემთხვევა გამოვლინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები