LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony Music Communication ქართული ღვინის შესახებ სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს

szolos

ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Sony Music Communication და კომპანია TOPPAN საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართულ ღვინოსთან“ ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse იხილავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები