LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

235

მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემა BuzzFeed News – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოულის დედოფალი დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

2010 წელს მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

45-წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი, აგრეთვე 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა როკენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკი დიდების დარბაზში. 1999 წელს იგი დააჯილდოვა პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები