LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Sounds of Christmas – ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი საღამოები გაიმართება

sounds

„შობის ხმები“ – ასე ჰქვია ჯაზპიანისტ ბექა გოჩიაშვილისა და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ საღამოებს, რომლებიც 25 და 26 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტებს Solo წარმოგიდგენთ.

ბექა გოჩიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოფრინდნენ ამერიკელი მუსიკოსები.

„შობას ყველას სჯერა, რომ სასწაულები ხდება, ყველა ადამიანი ამ დღეს ერთნაირად იმედიანად ხვდება და ჯადოსნურ ამბავს ელოდება. ამ ღამეს ყველანი ვიფიქრებთ სურვილებს და გვჯერა მათი ასრულების.

25 და 26 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები სწორედ ამიტომ გვინდა, საშობაო ზღაპარს ჰგავდეს. ქართულ სცენაზე ჯაზი, კლასიკა, თანამედროვე ავტორების მუსიკა და ცნობილი საშობაო მელოდიები ერთ სივრცეში პირველად შესრულდება. სხვადასხვა ჟანრის 200-მდე მუსიკოსი შეუქმნის მსმენელს საშობაო განწყობას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის ქალთა გუნდი, სამების საპატრიარქო გუნდი, ნატალია ქუთათელაძე, ლევან დეისაძე და აღიარებული ამერიკელი მუსიკოსები” – აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები