LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SpaceX–ის გუნდმა კოსმოსში ,,პატარა იოდაც” წაიყვანა – კოსმოსური მისია ფუმფულა სათამაშოს გარეშე წარმოუდგენელია

203
spacex2011

SpaceX Crew-1–ის გუნდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართება. ამ დროს კი ფუმფულა „პატარა იოდა“ სალონში დაფრინავს და გუნდის წევრებს ეჯახება.

სათამაშოს კოსმოსში წაღების ტრადიცია ადამიანისა და კოსმოსი ურთიერთობის თანავე დაიწყო. სათამაშო – „ფრენის მთავარ ინდიკატორად“ ითვლება, ანუ პატარა ნივთის დახმარებით იმის დადგენაა შესაძლებელი თუ როდის გასცდება ხომალდი ორბიტას. კოსმოსში აღმოჩენისთანავე სათამაშო ჰაერში ლივლივს იწყებს.

ასტრონავტები არჩევანს როგორც წესი, საყვარელ „ფრენის ინდიკატორზე“ აკეთებენ ხოლმე, რათა მისიას განსხვავებული ეშხი შესძინონ. SpaceX–ის პირველი ფრენის დროს, მაისში, ნასას ასტრონავტებმა ბობ ბეჰკენმა და დოუ ჰარლიმ თან ფუმფულა დინოზავრი, სახელად ტრემორი წაიყვანეს. ტრემორის არჩევაში კოსმონავტებს შვილები დაეხმარნენ.

„ფრენის ინდიკატორებს“ შორის სხვადასხვა დროს რბილი დედამიწა, ძაღლი და ბევრი სხვა სათამაშო ყოფილა.

რაც შეეხება „პატარა იოდას“, ის SpaceX–ის გუნდმა ერთად შეარჩია. ფრენის ლაივ სტრიმები ინტერნეტში უკვე ვრცელდება და სათამაშოს კოსმოსური მოგზაურობისთვის თვალის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები