LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს მალე ვნახავთ – ქვრივიშვილი

81
tourists-alavidze

უახლოეს პერიოდში, საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ვიხილავთ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ისრაელი ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ტურიზმის სექტორში განსაკუთრებული ზრდის ტემპით ხასიათდებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აგენერირებდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით მხარჯველუნარიან ტურისტებს.

„ვაქცინაციის პრიორიტეტი ყველა ქვეყანაშია. ტემპით, ლიდერია ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე, ამ ქვეყნებიდან ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, 1-ლი თებერვლიდან მოხსნილია ნოტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიას, მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც კოვიდ-19-მდე ოპერირებდნენ საქართველოში, აქვს შესაძლებლობა, შეუზღუდავი რაოდენობით იფრინოს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები